რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა. მთელი ღამის განმავლობაში აქ აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება, რის გამოც რამდენიმე ათეული ტრაილერი იყო გაჩერებული რიკოთის უღელტეხილზე. მანქანები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ეტაპობრივად გადაადგილდებიან.
დიდთოვლობის გამო კვლავ პრობლემებია კახეთში. ვერ ხერხდება გურჯაანისა და ახმეტის რაიონის მაღალ სოფლებთან მისვლა. კახეთის მაღალმთიანეთში ნალექის სიმაღლე 80სმ-ს აჭარბებს.
გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული. შესაბამისი სამსახურები ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.