დღეს, 9 თებერვალს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, ქვესადგურში "დიღომი-1" სარემონტო სამუშაო გამო, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაშლიჯვარის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
შეზღუდვა აგრეთვე შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის პროკურატურას და აშშ-ის საელჩოს. ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობათ.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.