დღეს, 9 თებერვალს, სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება პრეზენტაცია პროექტისა - "ალიანსი ჯანმრთელი საზოგადოებისთვის". ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ "ალიანსი ჯანმრთელი საზოგადოებისთვის" წევრი ორგანიზაციები - "ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია" საქართველო; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა; "ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია" საქართველო; ახალგაზრდა მედიკოსთა ქსელი; ახალგაზრდა მედიკოს მეცნიერთა საზოგადოება; "დონორთა კლუბი"; ჯანდაცვის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაცია; ახალგაზრდა სტომატოლოგთა ასოციაცია; სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება; სამედიცინო ინსტიტუტ "აიეტის" სტუდენტური თვითმმართველობა; პეტრე შოთაძის სახელობის სახელობის სამედიცინო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა და ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაცია.
პრეზენტაციაზე "ალიანსი ჯანმრთელი საზოგადოებისთვის" ძირითად მიზნებსა და სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი დაესწრებიან.