ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.
ცესკოს პრესსპიკერმა ირაკლი ფორჩხიძის განცხადებით არჩევნებში მონაწილეობა 1 976 208 ამომრჩეველმა მიიღო.
მისივე თქმით, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული პირველსავე ტურში გამოვლინდა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილმა ხმების 53.38% მიიღო.
პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:
1. ლევან გაჩეჩილაძე 25.66%
2. არკადი პატარკაციშვილი 7.1%
3. დავით გამყრელიძე 4.05%
4. შალვა ნათელაშვილი 6.55%
5. მიხეილ სააკაშვილი 53.38%
6. გიორგი მაისაშვილი 0.78%
7. ირინა სარიშვილი - ჭანტურია 0.19%
შესაბამისად ცესკო განმარტავს, რომ არჩევნების მეორე ტურის გამართვის საჭიროება არ არსებობს.