ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი და ევროკომისიის წარმომადგენელი საქართველოში, პერ ეკლუნდი ცესკოს თავმჯდომარეს, ლევან თარხნიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა ხმების დათვლის პროცესს შეეხებოდა. ჯონ ტეფტის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას მშვიდი ვითარება და თუ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით არსებობს საჩივრები მათი განხილვა ცივილიზებული მეთოდებით მოხდეს.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი. განვიხილეთ პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე ხმების დათვლა მოხდეს მშვიდ ვითარებაში. საუბნო კომისიიდან საჩივრები ცესკოში იგზავნება და თუ საჭიროა სასამართლოში უნდა იქნეს განხილული", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონ ტეფტმა.