9 და 10 თებერვალს გუდაურის განვითარების ფონდი და Snow Lab Gudauri ერთობლივ აქციას ატარებენ. ამ ორ დღეს Snow Lab Gudauri-ის უკრაინელი მწვრთნელები ერთსაათიან უფასო გაკვეთილებს ჩაუტარებენ ყველა მსურველს (თხილამურზე და სნოუბორდში), ვინც წინასწარ ჩაეწერება.
"მაშინ, როცა გუდაურში გონდოლას მთავარი ტროსის გაჭიმვის გამო, მეორე საბაგირო (შესაბამისად კუდები) დროებით დაიხურება, ხოლო პირველი საბაგირო, თიუბინგ ზონა და ბიგელი უფასოდ მოემსახურება "გუდაურში ამოსულ დამსვენებელს, უკრაინელი მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ისინი საერთო საქმისთვის, გუდაურისთვის ერთიანდებიან და ამ სახით ჩვენ გვერდით ყოფნას ადასტურებენ. გუდაურის განვითარების ფონდი მადლობას უხდის ყველა ჩვენს პარტნიორს, რომელიც გვერდში გვიდგას და ასევე დამსვენებელს, რომელიც ყველა ჩვენს ნაბიჯს გაგებით ხვდება. 9 და 10 თებერვალს საბაგიროები უფასოდ იმუშავებს", - აცხადებენ გუდაურის განვითარების ფონდში.