ბიძინა ივანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსების დღეს ულოცავს.
"8 თებერვალი, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეც არის, უნივერსიტეტისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ქართულ საგანმანათლებლო ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას ჩაუყარა საფუძველი. ამ სასწავლებლთან კავშირი, მის კედლებში ცოდნის მიღება საამაყოა მისი ყველა კურსდამთავრებულისთვის. მე, როგორც ერთ-ერთ უნივერსიტეტელს, არაერთხელ გამომიხატავს ჩემი პატივისცემა და თანადგომა საქართველოს პირველი უნივერსიტეტის მიმართ. ვულოცავ უნივერსიტეტს დაარსების დღეს და ვუსურვებ, უფრო ფართო ასპარეზზე გაეთქვას სახელი როგორც დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის საგანმანათლებლო კერას, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს", - აღნიშნულია მიმართვაში.