ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჟვანია "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აცხადებს, რომ იგი გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე რიგითი ამომრჩევლის სტატუსით იმყოფება, რომელიც თავის ხმას იცავს.
ჟვანია აცხადებს, რომ იგი გაერთაინებული ოპოზიციის მიერ მოწყობილ ყველა აქციასა და მიტინგში მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ, რომ ეს მისი, როგორც ამომრჩევლის, უფლება და ვალდებულებაა.