"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიესალმება პარლამენტარ დიმიტრო ლორთქიფანიძის ინიციატივას. როგორც ბურჯანაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობას პოლიტიკური პატიმრების დაცვას.
"მივესალმებით მემორანდუმის შექმნას, რომლის ამოცანაც იქნება პოლიტიკური პატიმრების დაცვისთვის ვალდებულების აღება. ჩვენ ამ მემორანდუმის შექმნის პროცესში ერთ-ერთი პირველები ვიქნებით. დღესაც მზად ვართ, რომ ამ პროცესს შევეუერთდეთ იმისთვის, რომ ამ მემორანდუმმა რეალურად იმოქმედოს",- განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, ეს ეთანხმება დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ხმა არ ამოიღო 26 მაისს დაკავებული ადამიანების მხარდასაჭერად.
"ჩვენ ვეთანხმებით მის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, ე.წ. კონსტრუქციულმა პარტიებმა ხმა არ ამოიღეს ამ ხნის განმავლობაში იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არსებობენ საქართველოში. არცერთს არ უხსენებია 26 მაისის შემდეგ დაკავებული ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ არიან ციხეში. არცერთს არ შეუწუხებია თავი, რომ ამ ადამიანების მხარდასაჭერად სიტყვა გამოეთქვათ. უფრო მეტიც, დღესაც კი კეთდება განცხადებები, რომლებიც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.