დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა უამინდობასთან და ქალაში შექმნის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თბილისის დასუფთავების, კეთილმოწყობის, სოციალური მომსახურების, ტრანსპორტის, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების უფროსებს შეხვდა. გიგი უგულავა დეტალურად გაეცნო ქალაქში არსებულ მდგომარეობას და სამსახურის უფროსებს სხვადასხვა დავალებები მისცა.
თბილისის მერის ინიციატივით, ყველა იმ ადამიანს, ვინც უამინდობასთან დაკავშირებით ტრამვული დაზიანება მიიღო და დაზღვეული არ არის, მათი მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერი საკუთარი ფონდიდან დაუფინანასებს.