ქვესადგურში „დიღომი-1" სარემონტო სამუშაოების გამო 9 თებერვალს 11 საათიდან 13 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა აგრეთვე შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის პროკურატურას და აშშ-ს საელჩოს. ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობათ.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.