ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება. როგორც ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის საინიციატივო ჯგუფს საზოგადოებას მომავალ კვირას წარუდგენს.
ივანიშვილის თქმით, პარტის შესახებ მას რაიმე განსაკუთრებულის თქმა არ შეუძლია.
"ინტრიგად დავტოვებ საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობასაც", - განაცხადა ივანიშვილმა.