13 იანვარს სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია რესპუბლიკის მოედანზე გრანდიოზული საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა კახა კუკავამ განუცხადა, აქციის გამართვის ნებართვის მოთხოვნით გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის მერიას შესაბამისი განცხადებით დღეს მიმართა.
კუკავა მიიჩნევს, რომ არჩევნებში მათმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა და არა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, არჩევნები გაყალბებულია