ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას.
"ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში. თუმცა, ხელისუფლებისგან არ გამოვრიცხავ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ივანიშვილის თქმით, თუ ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მაინც მიიღო, მის გუნდი ამისთვის მზად იქნება.