ლალი მოროშკინა კიდევ ერთ წიგნს წერს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა წიგნს პატიმრებზე წერს.
"წიგნს ადამიანებზე ვწერ, რომლებსაც თავისუფალი სიცოცხის უფლება აღუკვეთეს. ეს არის იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც ციხეში მოხვდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ მე ყოველთვის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ვმუშაობ. ამჯერადაც, ვწერ იმ პატიმრებზე, რომლებიდან ზოგიც თავად მეხმიანება. ციხიდან ბევრი წერილი მომდის, შეიძლება ეს ხელნაწერები წიგნშიც დავბეჭდო", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.
ლალი მორორშკინა ახალ წიგნს გაზეთ "პრაიმტაიმის" მთავარ რედაქტორ, თაკო ფხაკაძესთან მომხდარ ინციდენტს არ უკავშირებს.
"იმ ინციდენტში არაფერი საინტერესო არ ყოფილა, ეს მხოლოდ ტკივილი იყო ჩემი ოჯახისთვის და არ ვაპირებ ამ წიგნით მეორე ტკივილი მივაყენო მათ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" მოროშკინამ.
შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინას 2011 წლის 10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლში დააკავეს, რომელმაც "ნანუკას შოუს" ჩაწერის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთ "პრაიმტაიმის" მთავარ რედაქტორს, თაკო ფხაკაძეს.