ძლიერი თოვა საქართველოში ხვალამდე შენარჩუნდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი თქმით, ხვალიდან მოსალოდნელია თოვის ინტენსიურობის შემცირება. მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის მატება არ არის მოსალოდნელი, რადგან ცივი ჰაერის მასები ამ დრომდე ნარჩუნდება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, სანაპირო ქალაქებში გვაზავას თქმით ამ დროისთვის წვიმს, თუმცა წვიმა თოვლში გადაიზრდება. თოვს ასევე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, კერძოდ კი ხულოში, ამბროლაურში და რიკოთის უღელტეხილზე.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობა რამდენიმე დღეა გრძელდება. დასავლეთ საქართველოში კი ამინდი გუშინ დაწყებული თოვის შემდეგ გაუარესდა.