მეტროსადგურ "დიდუბეში" თბილისის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელი ლიანდაგებში ჩავარდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სატრანსპორტო სამსახურიდან აცნობეს, ის განმწენდით სამუშაოებს ატარებდა, როდესაც მას ინციდენტი შეემთხვა.
შემთხვევის შედეგად მეტროს მუშაობა 20 წუთით შეფერხდა, თუმცა ამ დროისთვის ის შეუფერხებლად მუშაობს.