თბილისში პეკინის  ქუჩაზე BMW-ს მარკის ავტომანქანის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტი 7 თებერვალს ღამით მოხდა. 
მძღოლმა ავტომანქანიდან  გადმოსვლა მოასწრო და სამაშველო სამსახური გამოიძახა. 
შემთხვევის ადგილზე მისულმა სახანძრო და სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ლიკვიდაცია რამდენიმე წუთში შეძლო.