უამინდობის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საჯარო სკოლებში სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ განუცხადა. სწავლის პროცესი შეჩერებულია საქართველოში არსებული სკოლების 70%-ში და ის მომავალ ორშაბათს, 13 თებერვალს აღდგება.
"სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაევალა დაითვალოს უამინდობის გამო სკოლებისთვის მიყენებული ზარალი, თუ არსებობს ეს რა თქმა უნდა. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ერთიანი სასწავლო გეგმა და აცდენა რომ არ მოხდეს სწავლის პროცესში, აჯობებდა რომ მთლიანად შეჩერებულიყო სწავლის პროცესი", - განაცხადა პოტრჟებსკაიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ძლიერი თოვა და ყინვები გრძელდება.