თელავი - გურჯაანი - თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. გზის დიდ მონაკვეთზე ტექნიკური მარილი გაშალეს, თუმცა თოვს და მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ.
მოძრაობა შეზღუდულია ვაზიანი - გომბორი - თელავის გზაზეც. „გზაზე ძალიან დიდი თოვლი დევს. მანქანები თითქმის არ მოძრაობენ. თოვა გუშინ საღამოს დაიწყო და თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს აღწევს. ამჟამადაც ძალიან თოვს.
გზა თოვლისგან ჯერ არ გაწმენდილა და არც ტექნიკური მარილია დაყრილი", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ გომბორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნოშრე ნეკრესელაშვილმა.
მთელ საქართველოში სამი დღის განმავლობაში თოვაა მოსალოდნელი. სინოპოტიკოსების პროგნოზით, 11 თებერვლიდან მცირედით გამოიდარებს, თუმცა ნალექის შეწყვეტასთან ერთად ყინვა გამკაცრდება.