თბილისში თოვლის საფარმა უკვე 15 სანტიმეტრს გადააჭარბა. დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, თუმცა გადაადგილების მხრივ მძღოლებს სერიოზული პრობლემები არ შექმნიათ. თბილისის დასუფთავების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
ამ დროისათვის ტექნიკური მარილი ყველა ცენტრალურ ქუჩაზეა დაყრილი. სპეციალისტების თქმით,ასეთი თოვლი თბილისში თითქმის ათი წელია არ ყოფილა.