საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაერთიანებული ოპოზიციის მისვლის ფაქტს დამოუკიდებელ ორგანოზე არამართლზომიერი გზით ზეწოლის მოხდენის მცდელობა უწოდა და გაერთიანებული ოპოზიცია ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.
მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის საქციელი საართველოს საქარველოს იმიჯის შელახვა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
"მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ ცესკოში შემოსული თითოეული საქართველს მოქალაქის ხმა დაცული იქნება. გაერთიანებული ოპოზიციის საქციელს კი ქართველი ხალხის შეურაცხყოფად მივიჩნევ", _ განაცხადა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ გაერთიანეული ოპოზიცია საქართველოს მოსახლების შეხდომაში შეყვანას ცდილობს.
ტყეშელაშვილმა განმარტა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც საუბნო ისე თავად ცენტრალურ საარჩევნო კომისიი ყველა მიღებული გადაწყვეტილეის მონაწილენი არიან და მათ ყველა სასურველ დოკუმენტზე თავისუფლად მიუწვდებათ ხელი.
"როგორც ყველა საარჩევნო უბანზე, ისე თავად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასი გაერთიანებულ ოპოზიციას თავისი წარმოამადგენლები ჰყავთ, შესაბამისად, თითოეულ საარჩევნო უბანსა და თავად ცენტრალურ საარჩევნო კომისსიაში მიღებული გადაწყვეტილება მათ უშუალო მონაწილებით ხდება", _ განაცხადა ტყეშელაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცესკო არის ორგანო სადაც გადაწყვეტილებები კოლექტიური განხილვის შედეგად მიიღება და რა თქმა უნდა ოპოზიცის წარმომადგენლები ყველა მიღებული გადაწყვეტილების თანამონაწილენი არიან.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილის კაბინეტში შევიდნენ. ისინი ლევან თარხნიშვილისგან გადადგომას მოითხოვენ და მას უნდობლობას უცხადებს.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, ლევან თარხნიშვილი არჩევნების გამყალბებელია.