თბილისის სუპერმარკეტების შესახებ კვლევა მომზადდა. კვლევა მიზნად ისახავდა თბილისში მოქმედ სუპერმარკეტებში სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დადგენას და შედარებით ანალიზს. გამოვლინდა ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი ფასების მქონე სუპერმარკეტები.
კვლევის ობიექტად შერჩეულ იქნა როგორც ქსელური, ისე სხვა მსხვილი სუპერმარკეტები. მათ შორის: გუდვილი, იოლი გასტრონომია, პოპული, ბიგბენი, ზემელი, იბისი, კონტინენტალი, Express Group. გამოსაკვლევად შეირჩა სამომხმარებლო კალათაში შემავალი 20 დასახელების პროდუქტი.
"კვლევის შედეგების თანახმად, თუ ე.წ. "იაფიან სუპერმარკეტებში" საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახი ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ მიერ შერჩეულ პროდუქტებს გარკვეული რაოდენობით შეიძენს, იმავე პროდუქციის იმავე რაოდენობით შესაძენად ე.წ. "ყველაზე ძვირიან" სუპერმარკეტებში პროდუქციის შეძენა ოჯახს 33,3%-ით უძვირდება", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
კვლევის პრეზენდაცია დღეს, 8 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.