Uეუთო საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებას უარყოფს.
როგორც მისიის დამკვირვებელთა ხელმძღვანელმა, ელსი ჰასტინგსმა განაცხადა, რუსეთის ოფიციალური პირები არჩევნებს არ ესწრებოდნენ.
"ვფიქრობ, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მათი არმოწვევა შეცდომა იყო", _ აცხადებს მისიის ხელმძღვანელი და საქართველოს ხელისუფლება სრუსი ექსპერტების მოწვევის აუცილებლობაზე მიუთითებს.
ეუთოს მისია კვლავინდებურად აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად და კონკურეტუნარიან გარემოში ჩატარდა.
"მოსკოვში თუ მისი შედეგებით უკმაყოფილონი არიან, ეს უცხოელი დამკვირვებლების მიკერძოებულობას არ ამტკიცებს", _ აღნიშნავს ჰასტინგსი.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ საერთაშორისო დამკვირვებელთა მისია საქართველოში ჩატარებული არჩევნების ზედაპირულ შეფასებაში დაადანაშაულა.