"ვლადიმერ პუტინისთვის მოვლენათა ყველაზე ცუდი განვითარება არჩევნებში გამარჯვებაა", - ასეთ დასკვნას ცნობილი პოლიტოლოგი ალფრედ კოხი აკეთებს და რუსეთის პოლიტიკური სისტემის ვრცელ ანალიზს საკუთარ ბლოგში აქვეყნებს.
კოხი აღნიშმნავს, რომ პუტინს იმედგარუების ორი მძიმე წელი ელოდება.
"მისი პოპულარობა დაეცემა და წლის ბოლომდე მას ელექტორატის 25 %-ის ნდობა ექნება. მომავალ წელს კი პერსონალურად მის მიმართ ზიზღი იმდენად გაიზრდება, რომ მას არა მარტო ჩადენილ ამბებში, არამედ მოგონილ ამბებშიც დაადანაშაულებენ.
"ხალხი ყველაზე საშინელ სისულელეებსაც დაიჯერებს, რის შემდეგაც პუტინს ყველა პრაგმატული მომხრეებიც კი გაექცევიან და ოპოზიციასთან კავშირებს მოძებნიან", _ წერს კოხი.
პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ დაიწყება კონკურენტების მიერ ინიცირებული სტიქიური პროცესები პუტინის ხელქვეით კორუფციონერების წინააღმდეგ, რომლებიც საბოლოოდ თავიანთი ფულით ოპოზიციონერების მხარეს გადავლენ, პუტინის ყველაზე მწვავე კრიტიკოსები კი ისინი გახდებიან, ვინც დღეს მის ინტერესებს კბილებით იცავენ.
"პუტინი უფლებამოსილების გარეშე ფორმალურ პრეზიდენტად გადაიქცევა და მის ბრძანებებს ოპოზიციის კრიტიკის შიშით აღარავინ შეასრულებს.
საბოლოოდ, 1991 წლის მსგავსად, პუტინი ხანმოკლე, მაგრამ მწვავე კონფლიქტის პროვოცირებას მოახდენს - შესაძლებელია მშვიდობიანი სცენარი, გორბაჩოვის გადადგომის სტილში ან ძალისმიერი, როგორც ბრბოს მიერ გათელილი კადაფი",_ წერს პოლიტოლოგი.