საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ისრაელის ომბუდსმენს მიხა ლინდენშტრაუს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახალხო დამცველთა ოფისების ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მიხა ლინდენშტრაუს თქმით, მისთვის საინტერესოა საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმები ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის კუთხით.
ბაქრაძის განცხადებით, ისრაელი ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოსადმი მეგობრული და განსაკუთრებული დამოკიდებულებით და მსგავსი ვიზიტები ორ ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისრაელში მარტში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ებრაელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საპარლამენტთაშორისი ურთიერთობები საქართველოსა და ისრაელს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.
პარლამენტის თავმჯდომარის და ისრაელის ომბუდსმენის შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც დაესწრო.