"რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის განცხადებები ცხადყოფს, რომ რუსეთს თანამედროვე საზოგადოების ეშინია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა პუტინის განცხადების შეფასებისას განუცხადა.
"პუტინის განცხადებები სასაცილოა ცოტა და კარგად ჩანს, რომ ყველა საკითხში, როგორც საგარეო, ისე მსოფლიო პოლიტიკის კუთხით, რუსეთი არის მარტო დარჩენილი ერთ მხარეს, ხოლო დანარჩენი მსოფლიო მეორე მხარეზეა", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისი შეფასებით, ოფიცილური მოსკოვი თუ ასე გააგრძელებს, ეს გზა რუსეთს საბოლოო კოლაფსამდე მიიყვანს და ეს რუსეთის მოქალაქეებმაც კარგად იციან.
რაც შეეხება ნატოს, მინაშვილის შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განახორციელბს ისეთ მნიშვნლოვან ქმედებებს, რომელიც მსოფლიო, გლაბალური პოლიტიკისთვის არის საჭირო.
"ამის მაგალითი უახლოეს წარსულში ლიბიის სახითაც გვაქვს და ეს არის მკაფიო ნიშანი პარტნიორებისთვის. რაც შეეხება პუტინის განცხადებებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთს თანამედროვე საზოგადოების ეშინია", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტოლოგებთან გამართული შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ ნატო ცივი ომის გადმონაშთია და იგი აღარავის სჭირდება.