საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, საერთაშორისო ტენდენციებთან დაკავშირებით პუტინ-მედვედევის ტანდემის განცხადებები არაადეკვატურობის გაგრძელებაა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
"პუტინის ლაპარაკი და მერე ამაში მედვედევის აყოლიება არის იმდენად შეუსაბამო საერთაშორისო ტენდენციებთან - იქნება ეს ირანის თემატიკა, ახლო აღმოსავლეთი, სირიის საკითხები და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკის თემა - მათი მიერ გაჟღერებული მიდგომები ყოვლად შეუსაბამოა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტოლოგებთან გამართული შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ ნატო ცივი ომის გადმონაშთია და იგი აღარავის სჭირდება.