საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს ბიუროს ფორმატში გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ საგაზაფხულო სესია ნაყოფიერად იმუშავებს.
"იმედი მაქვს, რომ ეს სესია იქნება ნაყოფიერი, მითუმეტეს, რომ წლის მეორე ნახევარში საპარლამენტო არჩევნები გვაქვს და საპარლამენტო ტრიბუნა უფრო მნიშვნელოვანი გახდება", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ამ მოწვევის პარლამენტისთვის ეს არის ბოლო საგაზაფხულო სესია, თუმცა ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში რიგგარეშე სხდომების ჩატარების აუცილებლობაც იყოს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტებს მოუწოდა დროულად გაიარონ კანონპროექტები, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მისი მიღება საგაზაფხულო სესიაზე მოესწროს.
როგორც ბიუროზე აღინიშნა, მიმდინარე კვირა პარლამენტში საკომიტეტო იქნება. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა კი 14 თებერვალს იგეგმება.