სოფლის მეურნეობის პროდუქტები დღგ-სგან თავისუფლდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა მთავრობის მიერ ინიცირებული "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებებზე საუბრისას.
მისი განმარტებით, ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის, რომლის მიხედვითაც, დღგ-სგან თავისუფლდება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო დამუშავებამდე.
"მოსახლეობისათვის ერთ-ერთი პრობლემა გაზრდილი ფასებია. მთავრობა ვერ გააკონტროლებს ფასებს სხვადასხვა მაღაზიებში, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საგადასახადო ტვირთის შემცირება მოხდეს. ხილი, ბოსტნეული, ძროხისა და ღორის ხორცი და მთელი რიგი სხვა პროდუქტები, დაახლოებით 18% გაიაფდება", - აცხადებს ხუროშვილი.