საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან ლევან თარხნიშვილისგან ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვს. ეს განცხადება ლევან გაჩეჩილაძემ დღეს ცესკოში გააკეთა და ცესკოს თავმჯდომარის ოთახში გაუფრთხილებლად შეივიდა.
გაჩეჩილაძის თქმით, საქართვეოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების გაყალბებითა და გაყალბებული ოქმების დაკანონებითაა დაკავებული.
"ცესკოს თავმჯდომარესთან მოლაპრაკებების გასამართად მოვედი, თუმცა იგი ჯერჯერობით ჩვენთან დიალოგზე უარს აცხადებს. ვაცხადებ, რომ არჩევენების შედეგების გაყალბების შემთხვევაში თარხნიშვილი დაისჯება", _ განაცხადა ცესკოში მყოფმა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ მომხდარია ყოვლად უსინდისო რამ _ "მოპარულია ნახევარი მილიონი ხმა ჩვენი მომხრეებისა და თარხნიშვილიც ხელს აწერს ამ გაყალბებულ დოკუმენტებს", _ აცხადებს გაჩეჩილაზე და ოპოზიციზიცია ცესკოს თავმჯდომარესთან მოალაპარაკებების გამართვას მოითხოვს.
გაჩეჩილაძესთა ერთად დღეს ცესკოში მივიდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები: გოგა ხაინდრავა, ჯონდი ბაღათურია, კობა დავითაშვილი და სხვები. რიგი მათგანი დაშვებული უზუსტობების გამო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებასაც მოითხოვს.