ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 3070 უბნის მონაცემების საფუძველზე პრეზიდენტობის კანდიდატთა პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება: მიხეილ სააკაშვილი _ 52,1%, ლევან გაჩეჩილაძე _ 24,98%, არკადი პატარკაციშვილი _ 6,69%, შალვა ნათელაშვილი _ 6,3%, დავით გამყრელიძე _ 3,91%, გიორგი მაისაშვილი _ 0,74%, ირინა სარიშვილის-ჭანტურია _ 0,19%.
წარმოდგენილ მონაცემებში უკვე შესულია ერაყსა და კოსოვოში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი ჯარისკაცების ხმებიც.