საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის აღდგენის შესახებ.
როგორც მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით აიღო საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც გარკვეულ ეტაპზე უნდა Eსრულდეს.
"მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე რომ რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზე. როდესაც რუსეთი საქართველოს თანხმობის გამო და თანხმობის შემდეგ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა მან აიღო საერთაშორისო ვალდებულება რომლის შესრულებაც მოუწევს გარკვეულ ეტაპზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.