მოსკოვის მხრიდან საქართველოს მიმართ მუდმივად აგრესიის რიტორიკა ისმის, - ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დიმიტრი მედვედევის გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ახალი სამხედრო ბაზების შექმნას უკავშირდება კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მუქარის დონისა, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოსთან მიმართებაში.
"დამეთანხმებით რომ მუქარის გარდა სხვა ტონალობის განცხადება ბოლო წლებში ჩვენ არ მოგვისმენია მოსკოვის მხრიდან და ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა მაქსიმალური ინფორმირება მოვახდინოთ ჩვენი მეგობრების და საერთაშორისო საზოგადოების იმ აგრესიის როტირიკის შესახებ, რომელიც მუდმივად ისმის მოსკოვიდან", - განაცხადა მანჯგალაძემ.