საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერების შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს
"პრეზიდენტმა არაერთხელ და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ თემის შესახებ და დამატებითი კომენტარის გაკეთების საჭიროებას ვერ ვხედავ", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონ ტაიმსში დაიბეჭდა სტატია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემდგომში პრემიერობას არ გამორიცხავს, თუმცა იმავე დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა როიტერმაც, სადაც ნათქვამი იყო რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერობას გამორიცხავს.