ბოლო ორი დღის განმავლობაში დედაქალაქის მხოლოდ ერთ საავადმყოფოში მოტეხილობებით 61 მოქალაქე შეიყვანეს. ისინი თოვლსა და ყინულზე წაქცევის გამო დაშავდნენ.
რამდენიმე მოქალაქის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. მოქალაქეთა უმეტესობას კიდურების მოტეხილობა აღენიშნებიდა. რამდენიმე მოქალაქის ტრამვა კი იმდენად რთული იყო, რომ მათ ოპერაციების გაკეთება დასჭირდა.
დაშავებულები არიან ასევე მოზარდები, რომლებიც იაშვილის სახელობის საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. ბავშვებს ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ.