ძლიერი ყინვის გამო თბილისის ზღვა გაიყინა. ვარკეთილის მხრიდან ზღვაზე რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ყინული გაჩნდა. ამჟამად ზღვის ნაწილია გაყინული. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისის ზღვის გაყინვა იშვიათი შემთხვევაა და ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება.
იმისათვის, რომ ქუჩები არ მოიყინოს მერიის სპეციალური სამსახურები სპეცმანქანების ამ დრომდე მოძრაობენ და გზაზე ტექნიკურ მარილს და ქვიშას ყრიან.
დედაქალაქსი სირთულეები წყალმომარაგების მხრივაც აქვს. რამდენიმე ადგილზე გაყინულია წყლის მილები. ასევე გაზრდილია ტრამვების რაოდენობა.