სინოპტიკოსების პროგნოზით აღმოსავლეთ საქართველოში თოვა დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. სავარაუდოდ ხვალ, კიდევ უფრო ეციება.
"დღეისათვის აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მცირე თოვლი და ნისლი. თბილისშიც ანალოგიური სიტუაცია იქნება, მთელი დღე იქნება მცირე თოვლი და ნისლი. მაქსიმალური ტემპერატურა ბარში -4 +1 გრადუსის ფარგლებში იქნება, თბილისში კი 0 გრადუსამდე დაფიქსირდება", _ აცხადებს სინოპტიკოსი ნაირა მანველიშვილი.
მისივე ინფორმაციით, 8 თებერვლიდან ამინდის გაუარესდება, მოსალოდნელია თოვლი.