საქართველოს დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით უკრაინაში იმყოფებოდა. გიორგი ბარამიძემ რუსეთისაგან დამოუკიდებელი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, რომელსაც 16 მილიონზე მეტი მრევლი ყავს, მღვდელმთავრობის 50 და კიევის კათედრაზე აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის მისალოცი წერილები გადასცა და მის უწმინდესობასა და კიევის ეროვნულ ოპერაში იუბილეს აღსანიშნავად შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ღონისძიებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ვიქტორ იუშენკო და ლეონიდ კრავჩუკი, ასევე, მრავალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, პარლამენტის წევრები და უკრაინის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს დელეგაციის იუბილეზე დასწრებას უკრაინული ფართო საზოგადოების დიდი ინტერესი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.