ქვესადგურში „ზაჰესი-35" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 7 თებერვალს 12 საათიდან 15 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.