საქართველოსPპრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება.
"პირველი ნაბიჯი ჩვენთვის რუსეთთან საგრძნობლად გაუარესებული ურთიერთობების მოგვარების ახალი შესაძლებლობების ძებნა გახდება", - განაცხადა მან სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის მიზეზებს შორის ექსპერტები სააკაშვილის "პრო-დასავლურ" პოლიტიკას და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას ასახელებენ.
შეგახსენებთ, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქართულმა მხარემ საქართველოში აკრედიტებული რუსი ოფიცრები ჯაშუშობაში დაადანაშაულა.
აღნიშნულ ბრალდებასა და ოფიცრების ქვეყნიდან გაძევებას რუსეთის მხრიდან მკაცრი სანქციები მოყვა,მათ შორის საჰაერო სივრცის დახურვა და ეკონომიკური ემბარგო.
Eექსპერტები რუსეთ-საქართველოს შორის დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითრებას ცივი ომის პირობებს ადარებენ.
მასალის გამოყენების პირობები