"თუ რუსეთი თავის მენტალობას არ შეცვლის მას სერიოზული პრობლემები შეექმნება და ამის კარგი დასტურია თავად რუსეთის საზოგადოების ძალიან აქტიური პოზიცია. მოქალაქეებს კარგად ესმით, რომ ასე გაგრძელება ამ სახელმწიფოში არ შეიძლება", _ განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთოიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
მისივე თქმით, რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, რუსეთში ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც ამას ნანობს.
"რა შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, უპირველეს ყოვლისა ეს ეკონომიკური ურთიერთობები თავად რუსეთმა შეწყვიტა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რუსეთში ნანობს ამას და ძალიან კარგად ხვდება, რო ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. თუმცა ამ ემბარგომ ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვასწავლა და პირველ რიგში მოახდინა ქართული ეკონომიკის დივერსიფიცირება, ჩვენ ახალი ბაზრები მოვიძიეთ", _ აცხადებს აკაკი მინაშვილი.