დღეს, 7 თებერვალს, ჩარლზ დიკენსის დაბადებიდან 200 წელი შესრულდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი, ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი, 1812 წლის 7 თებერვალს დაიბადა.
დიკენსის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში. დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების მოსამსახურის ოჯახში. ოჯახი მუდამ სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების გადაუხდელობის გამო მომავალი მწერლის მამა ჩასვეს მოვალეთა ციხეში, საიდანაც თავი დააღწია მოულოდნელად. დიკენსი 10 წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში. ბავშვობაში მიღებული განათლება არ ატარებდა რამდენადმე სისტემატურ ხასიათს. ის მუშაობდა სასამართლოსა და პარლამენტის რეპორტიორად. სამსახურმა ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანში - "დევიდ კოპერფილდი".
დიკენსი გარდაიცვალა 1870 წლის 9 ივნისს.