2009 წელს ინტერნეტმომხმარებლებმა უცნაური ადგილი აღმოაჩინეს Google-ის ონლაინრუკაზე. რუკაზე გამოჩნდა პატარა კუნძული, სადაც პატარა შენობები აღინიშნებოდა. მომხმარებლების აზრით, ეს იყო ისტორიული ქალაქი "ატლანტიდა".
როგორც Google-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, იყო ეს ტექნიკური ხარვეზი და იმ ადგილას არანაირი კუნძული არ არსებობდა. გასულ კვირას მოხდა მთლიანად პროგრამის განახლება და რუკაზე აღარ იყო აღნიშნული "ატლანტიდა".
ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ, "ატლატიდის" ძებნა უნდა დაიწყოს ხმელთაშუა ზღვაში, სხვების აზრით კი, შავ ზღვაში.