ხვალ, 7 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი თავისი უფლებით მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ იკრიბება. საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს. ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს.
სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება, რომელიც 15:00 საათისთვისაა დანიშნული.