აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ, მიუხედავად საერთაშორისო მისიების მიერ გამოვლენილი ხარვეზებისა, არჩევნები დემოკრატიის ძირითადი პრონციპების დაცვით განხორციელდა.
"ვულოცავთ ქართველ ხალხს Yსაპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებას და ვეთანხმებით ევროკავშირსა და საერთაშორისო მისიების მოსაზრებას, რომ ეს არჩევნები საქართველოში პირველი კონკურენტუნარიანი ბრძოლა იყო", _ ნათქვამია ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოავლინეს.
"ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროსა და ეუთოს საპარლემენტო ასამბლეის მიერ გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საპარლამენტო არჩევენებამდე გამოიძიოს ყველა საჩივარი და ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა აღნიშნული ნაკლოვანებები აღმოიფხვრას", _ ნათქვამია განცხადებაში.
Aაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებს, მშვიდობიანად ითანამშრომლოს ერთმანეთთან.
"ეს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს სასკეთოდ წაადგება. Mმოუთმენლად ველით ახალ ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა უფრო მყარად წარიმართოს რეფორმები და გაღრმავდეს ორ ქვეყენას შორის თანამშრომლობა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები