აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გაერო-ს გენერალურ მდივან პან გი მუნს შეხვდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, საუბარი წარიმართა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ჟენევის მოლაპარაკებებთან, დევნილთა შესახებ რეზოლუციის შესრულების თაობაზე გენერალური მდივნის მომავალ მოხსენებასთან, "გაერო-ს გუნდის" საქმიანობასთან და გაერო-ს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.