რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მიმაჩნია, რომ ცივილიზებული დიალოგის ფარგლებში ჩვენს მეზობელთან ის ურთიერთობები მშვიდად უნდა ავაღორძინოთ, სადაც შესაძლებელია სავაჭრო გაცვლა", _ აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.