კახეთის რამდენიმე სოფელს სახელწოდება შეეცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე ძალაშია.
ბრძანებულების თანახმად, სახელწოდება შეეცვალა საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს - კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კრასნოგორკის ეწოდა "სათაფლე", სოფელ ბოგდანოვკას - "მზისგული".
ასევე სახელწოდება შეეცვალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვობოდნოეს და მას "დავითიანი" ეწოდა.