თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სარემონტო სამუშაო 2013 წლის ზაფხულში დასრულდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ლომიძემ განუცხადა, ამჟამად თეატრში მიმიდინარეობს შიდა სამუშაო: გარემონტდა დარბაზები, ბალეტს დაემატა რამდენიმე ოთახი, შენობა იხურება სპილენძის სახურავით.
"მაყურებელს დახვდება თანამედროვე სცენის მექანიზაცია და განათება. ზევით აიწევა ჭაღი და მაყურებელი მესამე იარუსიდან უკეთესად შეხედავს სცენას. ოპერის დარბაზის სავარძლები მსოფლიო კატალოგშია შესული, რის გამოც მხოლოდ მისი აღდგენა მოხდება", - განაცხადა მან.
ოპერის თეატრის სარემონტო სამუშაო ბანკი "ქართუს" დაფინანსებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1896 წლის 3 ნოემბერს მიხაილ გლინკას ოპერით "ივან სუსანინით"გაიხსნა. არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული შენობა 1200 კაცზე იყო გათვლილი.